დაკავების მცდელობისას საკუთარ სახლში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა შს მინისტრმა ასლამბეი კჩაჩმა. კჩაჩი ასევე მილიციის გენერალი და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ვლადისლავ არძინბას დაცვის უფროსი იყო. ინფორმაციას ამის შესაცხებ რუსული მედია ავრცელებს.
აფხაზეთის ე.წ.შს სამინისტროზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამართლადამცავი ორგანოების თანამშრომლების დანახვისას, რომლებიც მასთან სახლში მივიდნენ კჩაჩი გაგრაში თავის სახლში ჩაიკეტა. მას შემდეგ რაც თანამშრომლებმა მის სახლში შეღწევა ფანჯრიდან შეძლეს, მათ კჩაჩის სხეული აღმოაჩინეს, რომელიც საწოლზე იწვა და ხელში პისტოლეტი ეჭირა.
ასლამბეი კჩაჩი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებულ თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი.