უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგიონებში გააგზავნა შეტყობინებები დაზუსტებით, სადაც აღნიშნულია, რომ "უკრაინის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შტატგარეშე ჟურნალისტებს - სხვა ქვეყნის მოქალაქეებს უფლება აქვთ იმყოფებოდნენ საარჩევნო უბნებზე და დააკვირდნენ ხმის მიცემის პროცესს".
ამის შესახებ უკრაინის შსს-ის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ მაევსკიმ განაცხადა.
"ასეთი განმარტების აუცილებლობა წარმოიშვა დონეცკში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როდესაც სამართალდამცველებს გაუჩნდათ პრეტენზიები საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც უკრაინული მედიის შტატგარეშე კორესპონდენტები არიან", - განაცხადა მაევსკიმ.