ჩემპიონთა ლიგაში, გუშინ, ცნობილი გახდა ოთხივე ნახევარფინალისტის ვინაობა: „ბარსელონა"- „ჩელსი" და „ბაიერნი"- „რეალი". ლონდონში „ჩელსი" ლისაბონის „ბენიფაკს" მასპინძლობდა. ამ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა, ინგლისელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა და საკუთარ მოედანზე თავადაჯერებულები შეხვდნენ მეტოქეს. ანგარიში, 21-ე წუთზე, პენალტით ლამპარდმა გახსნა. ტაიმის მიწურულს სტუმრთა მდგომარეობა ურთულესი გახდა : პერეირამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და „ბენფიკა" 10 კაცით დარჩა.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ უშედეგოდ. მატჩის ბოლოს, „ბენფიკამ" ანგარიში გაათანაბრა და თამაშს ინტრიგა დაუბრუნა. პორტუგალიელებს ერთი გოლის გატანა მართებდათ ნახევარფინალში გასასვლელად, მაგრამ შეტევაში წასულებს, ლონდონელთა კონტრშეტევა გამოეპარათ და მეიერლეშმა მატჩს წერტილი დაუსვა, 2:1. „ჩელსი" ნახევარფინალშია და მისი მეტოქე „ბარსელონა" იქნება.
მეორე მეოთხედფინალური შეხვედრა მადრიდში გაიმართა, სადაც „რეალმა" უპრობლემოდ დაამარცხა ნიქოზიას „აპოელი". ანგარიში რონლადომ გახსნა, რომელსაც ათ წუთში კაკამ მეორე გოლი მიაყოლა. პირველი ტაიმი ასეთივე ანგარიშით დასრულდა. მეორე ნახევარი პირველზე უხვგოლიანი აღმოჩნდა. 67-ე წუთზე მანდუკამ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ რამდენიმე წუთში რონალდომ ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. ამის შემდეგ თითო-თითო გოლი გაიტანეს კალეხონმა და დი მარიამ, სტუმართაგან კი თავი სოლარიმ გაიტანა. საბოლოოდ 5:2 და მადრიდული გუნდი, ნახევარფინალში, მიუნხენის „ბაიერნს" შეხვდება.