დღეს, 2 აპრილს, 14.00 საათზე, მცხეთაში (კოდმანის მიდამოებში, შიო მღვიმის მიმართულებით) მცხეთა-მთიანეთის სამახარეო ადმინისტრაციისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატვივით, 2001 წლის 11 სექტემბერს, აშშ-ში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპული 343 ნიუორკელი მეხანძრისა და სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული ქართველი მეხანძრეების ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმბოლური ბაღი და მონუმენტი გაიხსნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის სამახარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს, ღონისძიებას საერთაშორისო ხანძარსაწინააღმდეგო ბრძოლის ასოციაციის პრეზიდენტი რონ გრუნინგი და დოჯის ცენტრის (მინესოტა შტატი) წარმომადგენლები, საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმოამდგენლებთან ერთად დაესწრებიან.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონის სამაშველო სამსახურისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო სამსახურის თანამშრომლები, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციის ქაუნთერ ფართ ინთერნეიშენალის წარმომადგენლები საჩუქრად 90 კომპლექტ საძილე ტომარას და სპეციალურ ტანსაცმელს გადასცემენ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სულ ახლახანს, საერთაშორისო ხანძარსაწინააღმდეგო ბრძოლის ასოციაციის პრეზიდენტის რონ გრუნინგის ინიციატივით, დოჯის ცენტრმა მცხეთელ მეხანძრეებს საჩუქრად „ფორდის"-მარკის სახანძრო მანქანა გადასცა.
საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი 2010 წლის ნოემბერში იმყოფებოდა მცხეთაში. სწორედ მისი გუბერნატორთან შეხევდრისას, ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით გაჩნდა იდეა, მცხეთაში დაარსებულიყო სკვერი, რომელიც იმ ადამიანთან ხსოვნის აღსანიშნავად დაფუძნდებოდა, რომლებმაც საკუთარი თავი, სხვისი სიცოცხლის გადაჩენას შესწირეს.
ღონისძიების მიზანია პროფესიული საქმიანობისას დაღუპულთა ხსოვნის უკვდავყოფა და დასტური იმ მეგობრობისა, რაც ქართველ და ამერიკელ ხალხს ერთმანეთთან აკავშირებს.