ცნობილი ფრანგი კონომსახიობი,ჟერარ დეპარდიე, ბრაზილიელი რონალდოს ფანი ყოფილა. როგორც მსახიობმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას გული დაწყდა, რომ რონალდომ 1998 მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ვერ მოახერხა.
"ბევრი ფეხბურთელი მინახავს, რომლებიც სხვადასხვა ასპექტებში უფრო კარგად თამაშობდნენ, მაგრამ რონალდო ყველგან საუკეთესო იყო. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, სადაც საფრანგეთმა ბრაზილია 3:0 დაამარცხა. რა თქმა უნდა მე ფრანგებს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ გულის სიღრმეში მინდოდა რომ ეს რონალდოს გუნდს გაეკეთებინა. თუმცა მომვალ ჩემპიონატზე მან მაინც აღმართა სასურველი თასი,"-განაცხადა დეპარდიემ.