ბიოდანამტების გამოყენება, რომელბიც ანტიიოქსიდანტებს შეიცავს, ზრდის სიკვილიანობას, როგორც სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებში ასევე ჯანმრთელ ადამიანებში. ასეთ დასკვნამდე მივიდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის საავდმყოფოს საერთშორისო კვლევის ჯგუფი კრისტიან გლუდის ხელმძღვანელობით.
გლუდმა და მისმა კოლეგებმა იტალიიდან და სერბეთიდან გააანალიზეს 78 კვლევის შედეგი, რომელშიც მონაწილეობა მიიო დაახლოებით 300 ათასმა მოხალისემ. მათგან დაახლოებით 80 ათსი იტანჯებოდა საჭმლის მომნელებელი, გულ-სიხლსძარღვთა, ნერვიულო და ნედოკრინული სისტემი, ასევე თვალის და კანის დაავადებით. 180 ათასზე მეტი კვლევის მონაწილე საშუალოდ ორი წლის განმავლობაში, ანტიოქსიდანტებთნ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს (ბად) ღებულობდა, რომელთა შორისაა ვიტამინი A,E და C, ბეტაკაროტინი. საკონტროლოჯგუმა 113 ათასი მოხალისე მოიცვა.
კვლევების თანახმად, პირველი ჯგუფის წევრთ 11,7% გარდაიცვალა. საკონტროლო ჯგუფში ლეტალური შედეგი მონაწილეთა 10,2% დაუიქსირდა.
უფრო მკვეთრი განსხვავებები გარდაცვლილთა მიხედვით მიღებულ იქნა კონკრეული დანამატებისთვის, კერძოდ, ვიტამინ ე,ბეტა კაროტინი, A და C ვიტამინების მიღებისას, სიკვდილიანობას შორის განსხვავება საკონტროლო ჯგუში სტატისტიკურად უმნიშვნელო იყო.