"ნატო" ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს და კვლავ საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს.
,,ნატო არ აღიარებს, ამ ე.წ არჩევნებს. გახსოვთ ალბათ," გენერალურმა მდივანმა ჯერ კიდევ ნოემბერში გაავრცელა განცხადება, მაშინ როდესაც არჩევნების პირველი რაუნდი ჩატარდა და ,,ნატო" არ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, ეს არის საქართველოს რეგიონები და ეს არჩევნები ვერ გადაწყვეტს პრობლემას. ,,ნატო" იმ აზრზე რჩება, რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გათვალისწინებით", _ განაცხადა ნატოს" გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიის საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ.
შეგახსენებთ, ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტს გაიმართა.