ბაზრობებზე სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება, კიდევ ერთი წლით გადავადდა. ამის შესახებ "საგადასახადო კოდექსში" ცვლილების პროექტი პარლამენტში დღეს შევიდა.
კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონალური სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, თავისუფლდებიან საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან 2013 წლის 1 ივლისამდე.
აქამდე ეს შეღავათი 2012 წლის 1 ივლისამდე მოქმედებდა. სალარო-საკონტროლო აპარატებზე აღნიშნული შეღავათი არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ან ვალდებულნი არიან გაიარონ რეგისტრაცია დღგ-ის გადამხდელად "საგადასახადო კოდექსის" მიხედვით.
კანონპროექტს პარლამენტი ერთი მოსმენით დაამტკიცებს.