ცნობილი ჩაი "როიბუშის" მწარმოებლები შეშფოთებულები არიან იმით, რომ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს ამ ცნობილი სასმელის დამზადებზე, თუმცა ამ სახეობის ჩაის შესაძლო გაუჩინარების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ.
სამხრეთაფრიკელი ფერმერები შიშობენ, რომ კლიმატის ცვლილებამ შეიძლება გაანადგუროს იმ მხარის მყიფე ეკოსისტემა, სადაც გამოჰყავთ ჩაი "როიბუშის" ფოთლები.
ჩაი "როიბუშის" ექსპორტი ბოლო 13 წლის განმავლობაში ოთხჯერ გაიზარდა. ჩაი, მისი სამკურნალულო თვისებების გამო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩაი არ შეიცავს კოფეინს, მაგრამ მის შემადგენლობაშია ტანინის მხოლოდ მცირე რაოდენობა.
ჩაი "როიბუში" მხოლოდ სამხრეთ აფრიკის კეიპის დასავლეთ რეგიონში იზრდება და არსად სხვაგან მსოფლიოში.