"ნაი რეა კავკაზუსი" უძრავი ქონების საერთაშორისო კომერციული კომპანია და "ნაი გლობალის" წევრი, უძრავი ქონების ადგილობრივ დეველოპერებს "რეგუსის" მოზიდვაში დაეხმარა, რაც თბილისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ბიზნეს ცენტრის მართვასა და ფუნცქციონირებას გულისხმობს. "რეგუსი" მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიაა ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს მოქნილი სამუშაო ფართებით უზრუნველყოფასა და სერვისს სთავაზობს.
ამ დროისათვის ბიზნეს ცენტრი მშენებლობის პროცესშია, რაც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
დღესდღეობით "FforCun 500"-ის კომპანიების ნახევარი, ათასობით სხვა წვრილ თუ მხსხვილ კომპანიებს შორის, თანამშრომლობს "რეგუსთან" და ამ პერიოდში თავიათნი ფიქსირებული ხარჯების შემცირებას ახერხებენ, ზრდიან დასაქმებულთაA პროდუქტიულობას და უფრო მეტი ყურადღებას მთავარ ბიზნესს უთმობენ. რეგუსს მსოფლიოს 55 ქალაქში 1 200 ბიზნეს ცენტრი აქვს.
"ნაი რეა კავკაზუსი", როგორც "ნაი გლობალის" წევრი, არის უძრავი ქონების სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი, კომერციული კომპანიებისაგან შემდგარი წამყვანი ქსელის ნაწილი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს უძრავი ქონების სფეროს მომსახურებას.
"ნაი გლობალი" მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს კომერციული უძრავი ქონების სფეროში სერვისს სთავაზობს. "ნაი გლობალი" ასევე მართავს ქსელს, მსოფლიოს 55 ქვეყნის 350 ოფისის 5 000 პროფესიონალთან ერთად. "ნაი გლობალი" თავს უყრის ადამიანებსა და რესურსებს იქ, სადაც კლიენტისათვის გამორჩეული რეზულტატის მიღებაა საჭირო და თავის წევრებთან ერთად წლიურად 45 მილიარდიან ტრანზაქციებს ახორციელებს. ნაის წევრ კომპანიებთან კლიენტები ღრმა ცოდნის, უძრავი ქონების დიდი გამოცდილებისა და რესურსების გლობალური ქსელის კომბინირებული სერვისის გამო მოდიან, რომლებმაც საკუთარი ბიზნესის გაზრდა "ნაი გლობალის" ქსელის გამოყენებით შეძლეს.
შეთანხმება კანში "MIPIM 2012" - უძრავი ქონების ფორუმზე გამოცხადდა, რომელიც 2012 წლის 6-9 მარტს გაიმართა.