ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი "PUR-NAVOLOK"-იs კაპიტანი დაჯარიმებულია 50 000 ლარით.
მშრალტვირთმზიდი გემის "PUR-NAVOLOK"-ის კაპიტანს, YURY DANILOV-ს, სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების დადაგენილებით, დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.
შეგახსენებთ, რომ შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, სარფის საზღვაო რაიონში, რუსეთის ფედერაციის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი "PUR-NAVOLOK"-ი 19 მარტს დააკავეს.