ფრაქცია ,,ძლიერი საქართველოს,, წევრი, დეპუტატი რატი მაისურაძე ბრალდებულის მედიასაშუალებებით იდენტიფიცირების აკრძალვას მოითხოვს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მაისურაძემ განაცხადა ამასთან დაკავშირებით პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივას უახლოეს ხანებში წარადგენს.
მისი თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ბოლომდე უნდა შეიზღუდოს მედიასაშუალებებით ბრალდებულის ფოტო და ვიდეო გამოსახულებების იმგვარად ჩვენება, რომ შესაძლებელი იყოს მისი იდენტიფიკაცია.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ გამონაკლისი უნდა დაიშვას, თუ ბრალდებული საჯარო პირია და დიდია საზოგადოების ამ პირით დაინტერსება, ან სახეზეა ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის უტყუარი მტკიცებულება.
სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს ბრალის გამომრიცხველი და შემამსუბუქებელი გარემოებები, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ქართულ მართლმსაჯულებაში ეს იშვიათად ხდება, მაინც შესაძლებელია, სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში პირის უდანაშაულობა ცნოს და უსაფუძვლოდ შეურაცხყოფული და შელახული რჩება ბრალდებულის ღირსება,, - განაცხადა მაისურაძემ.
მან დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაში არსებული გამოცდილებაც დაასახელა, კერძოდ, ნიდერლანდების სამეფოში ჟურნალიტებს ბრალდებულის მხოლოდ სახელის ან ინიციალების ხსენების უფლება აქვთ. პოლონეთის კანონმდებლობა კრძალავს სახელის, გვარს, ფოტოების გავრცელებას, ტელევიზიები კი მის სახეს ფარავენ. საფრნგაეთში 15 000-დან 21 000 ევრომდე ისჯება ის მედიასაშუელება, რომელიც ბრალდებულს ბორკილებით გააშუქებს.
დეპუტატი იმედოვნებს, რომ მის საკანონმდებლო ინიციატივას საპარლამენტო უმცირესობა და მის მიღმა დარჩენილი დეპუტატები, ასევე უმრავლესობის სოლიდური ნაწილი, მხარს დაუჭერს.