ფრანგმა სამართადამცავებმა ტულუზაში ებრაულ კოლეჯზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის ძმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ფრასნპრესი" საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის კლოდ გეანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. წაუყენეს თუა რა დაკავებულს რაიმე ბრალდება ჯერჯერობით უცნობია.
პოლიციამ ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაცია გამთენიისას დაიწყო. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ეჭვმიტანილის დაკავების ოპერაცია, რომელიც სავარაუდოდ ალჟირიდანაა და კავშირშია "ალ-ქაედასთან", ამ დრომდე გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ორშაბათს დილით დამნაშავე ტულუზაში ებრაულ კოლეჯს მიუახლოვდა და მოსწავლეებს მშობლებსა და მასწავლებლებს ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 30 წლის მასწავლებელი, ორი მოსწავლე და კოლეჯის დირექტორის ქალიშვილი. მძიმედ დაიჭრა 17 წლის მოზარდი.