თურქეთში ძარცვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იგი ორ თანამზრახველთან ერთად ქuრდობის მიზნით ერთ-ერთ ბინაში შეიჭრა.
მძარცველებს მოულოდნელად ბინის მეპატრონე დაადგათ. მათ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათი დაკავება შეძლეს.
დაკავებულ ქართველს ბინების გასატეხად საჭირო ხელსაწყოებით სავსე ჩანთა აღმოაჩნდა.