დუბაის პოლიციამ ძარცვაში ეჭვმიტანილი ერთი ქართველი და ორი უზბეკი დააკავა. ისინი ეჭვმიტანილნი არიან დუბაის კომპანიის ძარცვაში. ნაძარცვის ოდენობა 500 ათას აშშ დოლარს შეადგენს.
"სამი მამაკაცი, რომლებიც ეჭვნიტანილი არიან ძარცვაში, აღმოჩნდნენ არა რუსები, როგორც ეს ადრე განვაცხადეთ, არამედ საქართველოსა და ყაზახეთის მოქალაქეები", _ ეს განცხადება დუბაის პოლიციის ოფიცილურმა წარმომადგენელმა ბიტი ფილიასიმ რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
"ჩვენი მონაცემებით, დაკავებულები რუსები არ არიან. ერთი მათგანი ქართველია, ორი კი უზბეკი",_ აცხადებს ფილიასი.
დუბაის სისხლის სამართლის სამძებროს უფროსის ხალილ იბრაგიმ ალ-მანსურის განცხადებით, ძარცვა გასულ სამშაბათს მოხდა. პოლიციაში ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელმა ქალმა დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ ორმა უცნობმა პირმა მას ჯერ სცემა, შემდეგ დააბა, შემდეგ თავდამსხმლებმა გახსნეს სეიფი და იქიდან ფული წაიღეს.
შემთხვევის ადგილზე პოლიციელები გავიდნენ. "ცხელ კვალზე" ჩატარებული გამოძიების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ამ ძარცვის ერთ ერთი თანამონაწილე კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო. მისი აღიარებითი ჩვენების შედეგად პოლიცია, ძარცვის უშუალო შემსრულებელზე გავიდა. შემსრულებლები ძარცვიდან რვა საათის შემდეგ დააკავეს.
ალ-მანსურის ინფორმაციით, სამივე მათგანმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მალე მათ ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.