შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (აღმოსავლეთი) წითელი ხიდის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქ.თბილისში, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, კონგოს რესპუბლიკის მოქალაქე ქრისტებუ ნორევ გლუანგანგა დააკავეს, რომელმაც 2012 წლის 17 მარტს, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით გადმოკვეთა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდა საქართველოში.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344-ე მუხლის I ნაწილით.