პოლიცია დამნაშავეს ეძებს, რომელმაც წუხელ ზედიზედ ორი თავდასხმა ჩაიდინა. დიღომში 20 წლამდე ასაკის გოგონა ჯერ ქალს, შემდეგ კი ბავშვს დაესხა თავს და სავარაუდოდ მათი მოკვლა სცადა.
თვითმხილველების განცხადებით, გაურკვეველი ასაკი და გარეგნობის გოგონა დიღმის მასივში თავს დაესხა ჯერ შუახნის ქალს საცხოვრებელ კორპუსში.
გოგონამ ქალს ყელზე ბაწარი მოუჭირა. გოგონას ქალისათვის არაფერი უთხოვია. ქალმა დაყვირება მოასწრო, რის შედეგადაც შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. მომხდართან დაკავშირებით ძიება უკვე დაწყებულია.
ამ კონკრეტული ფაქტიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ასევე დიღმის მასივში კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა მოხდა.
ამჯერად, იგივე აღწერილობის გოგონა 14 წლის ბავშვს დაესხა თავს, რომელიც სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა. ბავშვი ამბობს, რომ გოგონამ მას ყელზე ბაწარი მოუჭირა, შემდეგ მას ფულს სთხოვდა, ბოლოს კი დაბმულ მდგომარეობაში სადარბაზოსთან დატოვა.