მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ,, კანონში - დაკავშირებული პირის ცნება აღარ იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიული საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა კამპანიია "ეს შენ გეხებას" წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, 26-ე პრიმა მუხლი, რომელთან დაკავშირებითაც ყველაზე მწვავე კრიტიკა არსებობდა, ახლებურად ჩამოყალიბდება. კერძოდ, ამ კანონის მოქმედება გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელსაც გაცხადებული აქვს საარჩევნო მიზნები და მატერიალურ, ფინანსურ რესურსებს ხარჯავს ამ მიმართულებით.
კუბლაშვილის განმარტებით, ამ კანონის მოქმედება გავრცელდება ასევე იმ პირებზე, რომლებმაც ეს კანონი არაერთზგის დაარღვიეს, ან ერთხელ დაარღვიეს, მაგრამ დარღვევის ღირებულება 30 ათასს ლარზე მეტია.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები საბოლოოდ დასრულდა და მისი ინიცირება პარლამენტში, სავარაუდოდ 21 მარტს მოხდება.