თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და თვითმმართველობას შორის მოხდარი ინციდენტის დროს დაზარალებული ზვიად მამფორია საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოში ჩივილს აპირებს.Aამის შესახებ ,,ჯი-ეიჩ-ენს" თავად დაზარალებულმა განუცხადა.
,,მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს თვითმმართველობის მიმართ, საერთოდ არ მაინტერესებს მათი საქმიანობა. უბრალოდ, პრეტენზია მაქვს კონკრეტული ადამიანების მისასამართით, ვინც ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარშიზვიად მამფორიამ.
ამასთან, დაზარალებული უკვე შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს სანდრო კვიტაშვილს, რომელიც დაჰპირდა, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს დამნაშავეების დასასჯელად.
,,მე, პირადად ვესაუბრე მას და ამ შეხვედრით კმაყოფილი ვარ. მჯერა, რომ რექტორი ამ ადამიანებს თავისი კომპეტენციის ფრგლებში სათანადოდ დასჯის. მისი გამოსვლა აქციაზე, უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენტებთან ამის დამადასტურებელია", - აცხადებს მამფორია.
შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და თვითმართველობას შორის მომხადრი ინციდენტის შედეგად იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ზვიად მამფორიამ ფიზიკური დაზიანება მიიღო. სავარაუდოდ, კონფლიქტის მიზეზი სტუდენტური ბლოგი გახდა.