დღეს, 19 მარტს, შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, სარფის საზღვაო რაიონში, რუსეთის ფედერაციის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი "PUR-NAVOLOK"-ი დააკავეს. გემის ეკიპაჟი 10 წევრისგან შედგება, ყველა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.
აღნიშნული გემის კაპიტნის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე - იური დანილოვის მიმართ მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება.