დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არილოსკალოში 17 წლის ბიჭმა, საკუთარ საცხოვრებელ სალში, სანადირო თოფით თავი მოიკლა.
„ბავშვი სკლიდან რომ დაბრუნდა, თავი მაშინ მოიკლა. თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია და ვერ გეტყვით რამ მიიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე. მომხდარს პოლიცია იძიებს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ არხილოსკალოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა შალვა ხორნაულმა.
თვითმკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას დედოფლისწყაროს პოლიცია აწარმოებს.