საქართველოს შს სამინიტროს ანალიტიკური დეპარტამენტი 2011 წელს საქართველოში უცხოელების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულობებიდან ყურდაღებას ამახვილებს მკვლელობის, ყაჩაღობის, გაუპატიურების და ტრეფიკინგის ფაქტებზე.
კერძოდ, მკვლელობის 1 ფაქტი - საფრანგეთის მოქალაქის მიმართ. დანაშაული დაფიქსირდა თბილისში. ყაჩაღობის 5 ფაქტი - თურქეთის და ყირგიზეთის მოქალაქეების მიმართ. დანაშაულის ჩადენის ადგილებია: ბათუმი და ქვემო ქართლის რეგიონი. გაუპატიურების 3 ფაქტი - უკრაინელი, შვეიცარიელი და აშშ-ს მოქალაქეების მიმართ. დანაშაულის ჩადენის ადგილებია: თბილისი და ბათუმი. ტრეფიკინგის 1 ფაქტი - უზბეკი მოქალაქის მიმართ. აღსანიშნავია, რომ დანაშაული ჩადენილია ასევე უზბეკი მოქალქის მიერ. დანაშაულის ჩადენის ადგილია - ბათუმი.
რაც შეეხება უცხოელების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულობებს ანალიტიკური დეპარტამენტი ყურადღებას მიაპყრობს მკვლელობის მცდელობის 1 ფატზე - ჩადენილი სომხეთის მოქალაქის მიერ. დანაშაული დაფიქსირდა იმერეთის რეგიონში. კონტრაბანდის სამ ფატქზე - თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეების მიერ. დანაშაულის ჩადენის ადგილებია: სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები. ნარკოდანაშაულზე - 8 ფაქტი - აზერბაიჯანის, ჰოლანდიის, საბერძნეთის, თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეების მიერ. დანაშაულის ჩადენის ადგილებია: თბილისი, აჭარა, ქვემო ქართლი და კახეთის რეგიონები.