საქართველოს შს სამინიტროს ანალიტიკური დეპარტამენტი 2011 წელს უცხოელთა მიერ და მიმართ ჩადენილი 5 აქტუალური დანაშაულის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.
უცხოელთა მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: საზღვრის უკანონო გადაკვეთა - 61 შემთხვევა; დოკუმენტების გაყალბება - 37 შემთხვევა; ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა - 30 შემთხვევა; ქურდობა - 15, ხოლო თაღლითობა 12 შემთხვევა;
უცხოელების მიმართ ჩადენილი 5 აქტუალური დანაშაული: ქურდობა -267, ჯანმრთელობის დაზიანება - 48, თაღლითობა 37, ძარცვა - 23 და ხულოგნობა 19 შემთხვევა.