საქართველოს შს სამინიტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველაზე მეტი დანაშაული - 112 შემთხვევა ჩადენილია თურქეთის მოქალაქეების მიმართ. 58 დანაშაულია ჩადენილი ინდოეთის მოქალაქეების მიიმართ, 44- ირანის, 37 სომხეთის, 27-27 დანასაულიჩინეთისა და რუსეთის მოქამაქეების მიმართ.
25 დანაშაულის ჩადენის ფაქტია დაფიქსირებული აზერბაიჯანის მოქალაქეების მიმართ, 23 უკრაინის, 17-17 აშშ-ისა და უზბეკეთის.
საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენაში მხილებულია 34 ქვეყნის მოქალაქე.
92 დანაშაული ჩაიდინეს თურქეთის მოქალაქეებმა, 76 დანაშაული - სომხეთის, 31-31 რუსეთისა და ბანგლადეშის, 30 ირანის, 37 აზერბაიჯანის, 10 იინდოეთის, 9 უზბეკეთის, 8 ისრაელის, 5 უკრაინის, 3-3 ჰოლანდიის, აშშ-ის და მაროკოს მოქალაქეებმა. დანაშაულის ჩამდენთა სიაში სენტ-კიტისა და ნევისის მოქალაქეც მოხვდა.
უცხოელ დაზარალებულთა და დამნაშავეთა შედარება პირეველი ქევსი ქვეყნის მიხედვით ასე გამოიყურება: თურქეთი - 112 დაზარალებულლი და 92 დამნაშავე; ინდოეთი - 58 დაზარალებული და 10 დამნაშავე; ირანი - 44 დაზარალებული და 30 დამნაშავე; სომხეთი - 37 დაზარალებული და 76 დამნაშავე, რუსეთი 27 დაზარალებული და 31 დამნაშავე; აზერბაიჯანი 25 დაზარალებული და 27 დამნაშავე.