2011 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაული უცხო ქვეყნის 353-მა მოქალაქემ ჩაიდინა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს შს სამინიტროს ანალიტიკური დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეთაგან 88 მამაკაცმა და 9 ქალმა დანაშაული ჩაიდინა აჭარაში. 74-მა კაცმა და 4-მა ქალმა დანაშაული ჩაიდინა თბილისში.
სამცხე ჯავახეთში დანაშაული ჩაიდინა უცხო ქვეყნის მოქალაქე 61-მა კაცმა და 16-მა ქალმა, ქვემო ქართლში 52-მა კაცმა და 5-მა ქალმა, სამეგრელო-ზემო სვანეტში 9 კაცმა და 9 ქალმა, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში 10-მა კაცმა და 1-მა ქალმა, შიდა ქართლში 7-მა კაცმა და 2-მა ქალმა, კახეთში 3-მა კაცმა, მცხეთა-მთიანეთში 2-მა კაცმა, გურიაში 1-მა კაცმა.