2011 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაული ჩადენილია უცხო ქვეყნის 529 მოქალაქის მიმართ. ინფორმაცია შს სამინიტრომ გამოქვეყნა.
ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, ყველაზე მეტი დანაშაული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიმართ ჩადენილია: თბილისში - 222 მამაკაცის და 43 ქალის მიმართ; აჭარაში დანაშაული ჩადენილია 125 მამკაცისა და 55 ქალის მიმართ; იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 19 მამაკაცი და 1 ქალი; ქვემო ქართლში - 11 მამაკაცი, 5 ქალი; შიდა ქართლი - 13 მამაკაცი, 1 ქალი; სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9 მამაკაცი, 1 ქალი; მცხეთა - მთიანეთი - 9 მამაკაცი, 1 ქალი; სამცხე - ჯავახეთი - 9 მამაკაცი; კახეთი - 3 მამაკაცი, 1 ქალი; გურია - 1 მამაკაცი;
2011 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ხვედრითი წილი 100 000 ვიზიტორზე ასე გამოიყურება: თბილისი - 9,3%; აჭარა - 6,3%; იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0,7%; ქვემო ქართლი - 0,5, შიდა ქართლი - 0,4%; სამცხე ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, მცხეთა-მთიანეთი - 03-03%, კახეთი- 0,1%, გურია - 0,03%.