ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობები დინამიურად იზრდება. საქართველოს შს სამინიტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2006 წელთან შედარებით 2011 წლისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობა 38,8%-ით გაიზარდა.
ვიზიტების რაოდენობის ზრდის პროცენტული მაჩვენებლები წლების მიხედვით 2006 წელთან შედარებით ასე გამოიყურება: 2007 წელი- 38%, 2008 წელი- 22,7%, 2009 წელი - 16,3%, 2010 წელი - 35,5%, 2011 წელი - 38,8%.
რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ საქართველოში ჩადენილ დანაშაულობებს, 2006 წელს ამ მაჩვენებელმა 188 დანაშაული შეადგინა, 2007 წელს - 233, 2008 წელს - 182, 2008 წელს - 319, 2010 წელს - 233, ხოლო 2011 წელს - 309.
დანაშაული ჩადენის პროცენტული შეფარდება ვიზიტიორებთან მიმართებაში ასე გამოიყურება: 2006 წელი - 24,6%, 2007 წელი - 22,5%, 2007 წელი- 19,1%, 2009 წელი - 21,27%, 2010 წელი - 11,48%, 2011 წელი - 9%.