2011 წელს საქართველოში უცხოელი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დანაშაულობებიდან მეტად აქტუალური იყო ქურდობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, 2011 წელს უცხოელი მოქალაქეების მიმართ ჩადენილია ფულისა და პირადი ნივთების ქურდობის 267 დანაშაული. ასევე განმოვლენილია თაღლითობის 37 შემთხვევა, ჯანმრთელობის დაზიანების - 48 ფაქტი, 23 ძარცვა და 19 ხულიგნობა.
რაც შეეხებათ უცხოეთის მოქალაქეების მათ მიერ საქართველოში ჩადენუილი დანაშაულებების სტატისტიკა 2011 წლისთვის ასე გამოიყურება: საზღვის უკანონოდ გადაკვეთა - 61 ერთეული; ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა - 30 ერთეული; ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენება - 37 ერთეული; ქურდობა - 15 ერთეული; თაღლითობა - 12 ერთეული.
უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელების მიმართ ჩადენილი დანაშაულობები წლის განმავლობაში იმატებს ივლისი-აგვისტო-სექტემბრის თვეებში (საკურორტო სეზონის გათვალისწინებით). დანასაულის ცადენის ფაქტები კი მეტწილად თვალშისაცემია აჭარაში.