საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ და მიმართ 2011 წელს საქართველოში ჩადენილ დანაშაულობათა ზოგადი მიმოხილვა გამოქვეყნა.
სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია მკვლელობის ერთი შემთხვევა. დანაშაული ჩადენილია თბილისში, საქართველოს მოქალაქის მიერ საფრანგეთის მოქალაქის მიმართ. საუბარია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტის" ერთ-ერთ ნომერში 2011 წლის 26 იანვარის ღამეს საფრანგეთის მოქალაქის სტეფან კოჰენის მკვლელობაზე. ის ფრანგული კომპანია " SISTRA"-ს წარმომადგენელი იყო, რომელიც თბილისის მერიასთან ერთად სატრანსპორტო მარშუტების შემუშავებაზე პროექტს ახორციელებდა. მკვლელობაში, იმ დროისათვის ,17 წლის არასრულწლოვანია ბრალდებული.
ასევე, 2011 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია მკვლელობის მცდელობის ერთი შემთხვევა, რომელიც განხორციელდა იმერეთის რეგიონში სომხეთის მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქის მიმართ.