კანადაში დაღუპული მარიამ მახნიაშვილის საქმეში, შესაძლოა, ახალი ფაქტები გაჩნდეს. ტელეკომპანია იმედის ინფოერმაცით, ტორონტოელმა სამართალდამცავებმა ის ადგილი გადაკეტეს, სადაც მარიამ მახნიაშვილის ცხედარი იქნა ნაპოვნი.
სამართალდამცავებმა საგამოძიებო მოქმედებები განაახლეს. ქალაქის მთავარ ესტაკატაზე მოძრაობა რამდენიმე საათით პარალიზებული იყო.
არ კონკრეტდება მიზეზები, თუ რატომ გახდა საჭირო შემთხვევის ადგილის ხელმეორე დათვალიერება.
კანადური მედიის ინფორმაციით, გამოძიებლებმა ხევში, სადაც მახნიაშვილის ცხედარი იქნა ნაპოვნი, ფოტოები გადაიღეს და რამდენიმე პიროვნება დაკითხეს.
შეგახსენებთ, რომ ცხედროს პოვნის დროს ტრორონტოს პოლიციამ მახნიაშვილის დაღუპვის ვერსიად თვითმკლელობა დაასახელა, რისიც არ სჯერათ მისი ოჯახის წევრებს.
მარიამ მახნიაშვილს ტორონტოში 24 მარტს დაკრძალავენ.