ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. აღმაშენებლის ხეივანში ერთმანეთს სამი ავტომაქანა შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომაქანა ავტოსადგომის დარაჯს, 50 წლის მამაკაცს, დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვილი დახვდა. მძიმე დაზიანება მიიღო ერთ-ერთი ავტომანქანის 22 წლის მძღოლმა, რომელიც მრავლობითი მოტეხილობით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.