170 ათასი ევროს გატაცების ბრალდებით ანკარაში ქართველები დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ორმა ეჭვმიტანილმა ბიზნესმენის გაძარცვა მაშინ სცადა, როდესაც ბანკიდან გამოდიოდა.
მძარცველები მას დაედევნენ, ავტომობილის საბურავი დაუზიანეს და 170 ათასი ევრო წაართვეს. დამნაშავეებმა გაქცევა მოახერხეს, თუმცა თურქმა სამართალდამცავებმა ისინი მოგვიანებით მაინც დააკავეს. დაკავებისას მათ ყალბი პირადობის მოწმობა აღმოაჩდათ.
ძარცვის ბრალდებით სასამართლოს წინაშე ისინი უახლოეს დღეებში წარსდგებიან.