არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით 15 მარტს პრესკონფერენციას გამართავს.
სარჩელი ეხება მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის # 489 დადგენილებას, რომლითაც "112"-ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი დამტკიცდა.