თურქეთში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 50 წლის ნოდარ რუმბადი ფეხის არეში ცივი იარაღით არის დაჭრილი.
დაშავებული თურქმა მოქალაქეებმა ქუჩაში შენიშნეს და ის სასწრაფო დახმარების მანქანით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
თვითმხილველების განცხადებით, რუმბადი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თურქული მედია წერს, რომ 50 წლის ნოდარ რუმბადი თურქეთში არალეგალურად იმყოფებოდა და ქალაქ საკარში მუშაობდა.
თურქმა სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი ოთხი ადამიანი უკვე დააკავეს.