სამართალდამცველებმა გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში ირანელ ბიზნესმენთა კავშირის თავმჯდომარე მაქსუდ ბედუსტანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ირანის მოქალაქე - ნაბიდ ნოუ ბაჰად დეირანი დააკავეს.
წინასწარი ვერსიით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დაკავებულს ბრალს განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენებენ.
წარმოშობით ირანელი საქართველოს მოქალაქე, ბიზნესმენი მაქსუდ ბედუსტანი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობით მოკლული დღეს, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ოფისში აღმოაჩინეს.
როგორც ირანელ ბიზნესმენთა კავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს შეხვდა მაქსუდ ბედუსტანს, რა დროსაც მასთან იმყოფებოდა დაბალი, გამხდარი ტანის მამაკაცი, რომელიც თანხის გადარიცხვაზე ესაუბრებოდა.მისი განცხადებით, ხუთი წუთის გასული იყო იგი შენობიდან, როდესაც მომხდარის შესახებ შეატყობინეს.
მისივე თქმით, აღნიშნული მამაკაცი ბიზნესმენთა კავშირის შენობაში წინა დღეებშიც რამდენჯერმე ნახა. საუბარი იყო 800 აშშ დოლარის გადარიცხვაზე. თუმცა, ბიზნესმენთა კავშირის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მან არ იცის, ეს ინფორმაცია რამდენად მნიშვნელოვანი დეტალია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ხუთი წუთის გასული იყო იგი შენობიდან, როდესაც მომხდარის შესახებ შეატყობინეს.