თბილისის ცენტრში ირანელი ბიზნესმენის მაქსუდ ბედუსტანის მკვლელობის საქმე უკვე გახსნილია. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცაველბისთვის უკვე ცნობილია ეჭვმიტანილის ვინაობა და წინასწარი გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლითაა დაწყებული.
ცხედარი სამუშაო ოფისიდან კოსტავას 21 ნომრიდან ექსპერტიზის ჩასატარებლად პროზექტურაში გადაასვენეს. არის ეჭვი რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისივე ნაცნობი
იყო, რადგან უცხოებს ის როგორც წესი - არ ღებულობდა.
ფაქტს უშუალო თვითმხილველი არ ჰყავს, თუმცა იმ დროს, როდესაც სავარაუდო ეჭვმიტანილი შევიდა ირანელ ბიზნესმენთა კავშირში იქ იმყოფებოდნენ გარდაცვლილის თანამშრომლები, რომლებმაც ეს ადამიანი დაინახეს. ირანელ ბიზნესმენს ექვსი ჭრილობა აქვს მიყენებული, რის გამოც იგი ადგილზე გარდაიცვალა.