ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი ესპანეთს არ გადასცემს. საბერძნეთის სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდება რომელიც "რუსული მაფიის ბოსს" წაუყენეს საბერძენთის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებებსაც მოიცავს და ამიტომ ის საბერძნეთის სასამართლომ უნდა გაასამართლოს.
რუსული მაფიის ლიდერი ევროპაში საკურორტო ქალაქ ატიკაში დააკავეს და მას ყალბი პასპორტი აღმოუჩინეს. იგი ინტერპოლითაც იძებნებოდა. მას ფულის გათეთრებისა და მკვლელობების გამო ეძებდნენ, რაც შუშანაშვილმა 2009 წელს ესპანეთში ჩაიდინა.
საბერძენთის სასამართლოს გადაწყვეტილებით შუშანაშვილი სასამართლოს წინაშე ქალაქ სალონიკში წარსდგება.