კოსტავას ქ. #21-ში ნაპოვნი გარდაცვლილი მამაკაცი ირანელი საქართველოს მოქალაქეა. ერთ-ერთი ვერსიით, ის ცივი იარაღით არის მოკლული. ოფისში, სადაც ცივი იარაღით გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, 10 წელია ირანელ ბიზნესმენთა კავშირია განთავსებული.
მკვლელობის ერთ-ერთ სავარაუდო ვერსიად სწორედ მისი ბიზნესსაქმიანობა სახელდება.
აღნიშნულ ოფისში 45 წლამდე ასაკის მამაკაცის გვამი დღეს, დაახლოებით 16:00 საათისთვის ნახეს.
აღძრულის სისხლის სამართლის საქმე. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.