თბილისის ცენტრში, ყოფილი გამომცემლობის შენობასთან კოსტავას ქუჩაზე მდებარე ოფისში ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
წინასწარი დათვალიერების შედეგად გარდაცვლილს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
აღნისნულ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაწყებულია გამოძიება. ამ ეტაპზე სამართალდამცავები კომენატრის გაკეთებისგან თავს იკავებენ.
გარდაცვლილის ვინაობის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.თუმცა ცნობილია, რომ იგი სავარაუდოდ ირანელი წარმოშობის საქართველოს მოქალაქეა.
აღიშნულ ოფისში ირანელ ბიზნესმენთა კავშირია განთავსებული.