შსს სასაზღვრო პოლიციის N 3 სამმართველოს (წითელი ხიდი) ტერიტორიაზე, N6 სასაზღვრო სექტორის (სადახლო) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, სომხეთის მოქალაქე BARSEGHYAN ARME-ი დააკავა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაიწყო წინასწარი გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344-ე მუხლის I ნაწილით. გამოძიებას საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (აღმოსავლეთი) წითელი ხიდის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილება აწარმოებს.