კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, "კანონისთვის გვერდის ავლის მიზნით განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციის ფაქტზე", სს "ქართუ ბანკი" უკანონო შემოწირულების ათმაგი ოდენობით - 822 040 ლარით დააჯარიმა.
როგორც კონტროლის პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, კორუფციული სქემის მიხედვით, სს "ქართუ ბანკმა" თავის თანამშრომლებს ჩაურიცხა დიდი ოდენობით პრემია - 82 204 ლარი, ამ თანხის აიპ საზოგადოებრივი მოძრაობა - "ქართული ოცნებისთვის" შემდგომი გადარიცხვის მიზნით.
"ამ ფაქტს ადასტურებენ სს "ქართუ ბანკის" თანამშრომლები - რ. ქურდაძე და ზ. ხუხუნეიშვილი. რ. ქურდაძემ პრემიის სახით მიიღო - 44 400 ლარი, ხოლო ზ. ხუხუნეიშვილმა - 37 804 ლარი, თუმცა, შემდგომ უკანონო გარიგებაში მონაწილეობის მიღებაზე მათ უარი განაცხადეს", - ნათქვამია კონტროლის პალატის განცხადებაში.