გადმოასვენებენ თუ არა სამშობლოში მარიამ მახნიაშვილის ცხედარს, ჯერჯერობით უცნობია. ოჯახის ახლობლების განცხადებით, ოჯახი მის გადმოსვენებას ითხოვს, თუმცა ეს მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გადაწყდება.
მარიამ მახნიშვილის ინდენტიფიცირება გუშინ მოხდა. დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ტორონტოს ჩრდილოეთით ნაპოვნი ადამიანის სხეულის ნაწილები მარიამ მახნიაშვილს ეკუთვნის.
კანადის პოლიციის დასკვნაში ნათქვამია, რომ მარიამ მახნიაშვილი სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. საქმე შესაძლოა თვითმკვლელობას ეხებოდეს.
ოჯახის ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიასაც გამორიცხავენ და მის სიკვდილს საეჭვოდ მიიჩნევენ.
მარიამ მახნიაშვილს კანადის პოლიცია და ინტერპოლი 30 თვის განმავლობაში ეძებდა. მარიამ მახნიაშვილი 2009 წლის 14 სექტემბერს ტორონტოს კოლეჯის ეზოდან გაუჩინარდა
17 წლის გოგონას ცხედარი ერთ-ერთმა გამვლელმა გასულ კვირას ტორონტოს გზატკეცილზე, 16 მეტრის სიმაღლის ხიდის ქვეშ აღმოაჩინა.