თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს და ისანი-სამგორის პოლიციის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად დააკავეს ადრე ნასამართლევი, 29 წლის გიორგი კუსრაძე, რომელმაც მიმდინარე წლის 10 მარტს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა საკუთარი ძმის ცოლს, ნინო ბალახაძეს და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
ნინო ბალახაძე მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად ბრალდებული დაკავებულ იქნა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში. პოლიციის მიერ ამოღებული მკვლელობის იარაღი.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.