რამდენიმე დღის წინ, კახეთში გაუჩინარებული 60 წლის ქალბატონი, ლილი ქოტოშვილი გარდაცვილი იპოვეს.
ლილი ქოტოშვილი ოჯახის წევრებმაგურჯანის სარწყავ არხში იპოვეს. გარდაცვილის ახლობელები ვარაუდობენ, რომ ლილი ქოტოშვილმა თავი მოიკლა, რაც მის ფსიქიურ პრობლემებს უკავშირდება, რომელიც ბოლო პერიოდში გამოვლინდა.
ლილი ქოტოშვილმა ამ შემთხვევამდე თვითმკვლელობა არაერთხელ სცადა.
შეგახსენებთ, რომ ლილი ქოტოშვილს ოჯახის წევრები 4 მარტიდან ეძებენ.