კანადაში გაუჩინარებული ქართველი გოგონას, მარიამ მახნიშვილის ინდენტიფიცირება მოხდა. ამის შესახებ ტელეკომპანია იმედი იტყობინება.
ექსპერტიზისს დასკვნა ცნობილი რამდენიმე საათის წინ განხდა.
დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ ტორონტოს ჩრდილოეთით ნაპოვნი ადამიანის სხეულის ნაწილები მარიამ მახნიაშვილს ეკუთვნის.
კანადის პოლიციის დასკვნაში ნათქვამია, რომ მარიამ მახნიაშვილი სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. საქმე შესაძლოა თვითმკვლელობას ეხებოდეს.
"ადგილმდებარეობა სადაც ცხედარია ნაპოვნი ზუსტად შეესაბამება ესტაკადიდან გადმოვარდნის ვერსიას, თუმცა არაფერია მკვლელობის ან საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების დამამტკიცებელი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს თვითმკვლელობაა. ცხედარი აღმოჩენილია გზის სავალ ნაწილთან ახლოს. გოგონა დიდი მაძილიდავნ ვარდნის შედეგად გარდაიცვალა და დაცემის მომენტში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მშობლებს ლეილა და ვახტანგ მახნიაშვილებს ანალიზის პასუხი დაუყონებლივვ გავაცანით", - განაცხადა ტორიონტოს პოლიციის წარმომადგენელმა.
მარიამ მახნიაშვილი 2009 წლის 14 სექტემბერს ტორონტოს კოლეჯის ეზოდან გაუჩინარდა.