შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე, ქ.თბილისში დააკავეს საქართველოს მოქალაქეები: ირინა თვაური, ბექა მდინარაძე, ემა სალიმიანი, ნათელა ნასირიანი, ნანა გაბუნია, ნინო ჭრელაშვილი, მიხეილ ნაჭყებია და მანუჩარ ვეფხვაძე, რომლებიც ცდილობდნენ შენგენის ქვეყნების ვიზის მიღებას ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების გზით.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით.