შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, ვაზისუბანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
შსს-ის ცნობით, 9 მარტს პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, ვაზისუბნის მე-3 მიკროს, მე-5 კორპუსის, მე-8 სართულზე, ბინაN 24-ში, ლაშა გელანტიას მიერ თინათინ მჭედლძის გაუპატიურების ფაქტთან დაკავშირებით.
"სამართალდამცავები გამოცხადნენ აღნიშნულ მასამართზე, ბინაში მყოფთ მიუთითეს რომ იყვნენ პოლიციიდან და მათ მოსთხოვეს კარის გაღება. კარი პოლიციას გაუღო თინათინ მჭედლიძემ, ბინაში შესვლის შემდეგ ლაშა გელანტია ბინაში აღარ იყო, დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა რომ გელანტია უკვე გარდაცვლილ მდგომარეობაში იმყოფებოდა აღნიშნული სახლის ეზოში.გელანტია შემჩნეული იქნა თვითმხილველისგან, თუ როგორ ცდილობდა ის თავისი ფანჯრიდან, მე-8 სართულიდან ზევით სახლის სახურავისკენ ასვლას, რა დროსაც იგი ჩამოვარდა და ეზოში დაცემისას გარდაიცვალა.
სამართალდამცავების მიერ მიღებული ინფორმაციით, ეს არ იყო ლაშა გელანტიას მიერ თინათინ მჭედლიძის გაუპატიურების პირველი ფაქტი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.