ტელეკომპანია "მაესტრო" მთავარი პროკურატურისგან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლის გამოძებას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "მაესტროს" ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ის აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას სარჩელით მიმართავს.
"მოვითხოვთ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც ქვიშხეთში გასულ კვირას ჩასულ არხის ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის შესრულების უფლება არ მისცეს, ჩამოართვეს მიკროფონი, ვიდეოკამერა და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა კანონით ისჯება და სამართალდამცავი უწყებისთვის მათი მიმართვა სწორედ ამის საფუძველზე ხდება", - განაცხადა გაბუნიამ.
"მაესტროს" ჟურნალისტები ქვიშხეთში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტს აშუქებდნენ.