ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაფორმებული საპროცესო შეთანხმების შედეგად ბრალდებულ თურქეთის მოქალაქე მერთ ქაიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2 000 ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
შეგახსენებთ, რომ 27 თებერვალს, შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს რეგიონული დანაყოფების II სამმართველოს (დასავლეთი) ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბათუმში, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე მერთ ქაია დააკავეს, რომელმაც 2012 წლის 27 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკიდან სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.