ქუთაისში შვილი მამის მოკვლაც ცივი იარაღით ცდილობდა. ნუცუბიძის ქუჩაზე მაცხოვრებელმა ბონდო ფერცულიანმა შვილის მუქარის შემდეგ საპატრულო პოლიცია გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ ბექა ფერცულიანი ფსიქიკურად დაავადებულია.
ფერცულიანის ვაჟმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია სროლის შედეგად მამაც და შვილიც დაიჭრა. მათ ქუთაისის მედიცინის ცენტრში ოპერაცია უტარდებათ.